ამ გვერდის ამობედვა

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერი მოადგილეებთან ერთად, ნიკეას ქუჩაზე არსებულ აგრარულ ბაზარში გაეცნო

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად, ქუთაისში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები. გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.



დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების დეზინფექცია, როგორიცაა აგრარული ბაზრები. როგორც ცნობილია, ბაზრები, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აგრძელებს მუშაობას, რათა მოქალაქეებმა შეძლონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა.

 


ქუთაისის ცენტრალური და ნიკეას ქუჩაზე არსებული აგრარული ბაზრები შეიწამლა წესების და რეკომენდაციების დაცვით, სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მოადგილეებთან ერთად, ნიკეას ქუჩაზე არსებულ აგრარულ ბაზარში გაეცნო.

წაკითხვა 504 ჯერ