ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა.

63 წლის ქალი ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრიდან ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

 

ეპიდემიოლოგები ინფიცირების შესაძლო წყაროს ადგენენ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 188 შეადგინა.

 

ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი - გარდაიცვალი.

წაკითხვა 639 ჯერ