ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისის შესასვლელებში მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოინახულა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლევან კინწურაშვილმა, ქუთაისის შესასვლელებში მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოინახულეს.

როგორც ცნობილია,4 აპრილიდან, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ქვეყნის დიდი ქალაქების შესასვლელებთან საკონტროლო- გამშვები პუნქტები ამოქმედდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილების კონტროლს და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. აქვე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მყოფი პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

წაკითხვა 475 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2020