ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფებმა დეზინფექცია ქუჩების გზის სავალ ნაწილზე, სკვერებსა და მოსაცდელებზე ჩაატარეს.

 


სამუშაო პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ესწრებოდნენ. დეზინფექცია განხორციელდა სპეციალური ხსნარით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

 

ქუთაისის მასშტაბით ქუჩები სპეციალური ხსნარითა და ქაფით პერმანენტულად ირეცხება. ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

წაკითხვა 455 ჯერ