ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილეებმა ნინო თვალთვაძემ და იუზა უგულავამ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ „წყალწითელას პანსიონატის“ ბინადრებს პროდუქტების გარკვეული მარაგი მიუტანეს და მათი საყოფაცხოვრებო პირობებითაც დაინტერესდნენ.

 

ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა ტიპის სადღეღამისო სერვისებით, დღის განმავლობაში ოთხჯერადი კვებით, პირველადი სამედიცინო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურებით.

წაკითხვა 473 ჯერ

სიახლეები