ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ

ქუთაისში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მოადგილე ნინო თვალთვაძემ მიუტანეს.

ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით.

„კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ. დღეს ბოშათა ოჯახებს ვესტუმრეთ და გავაცანით ის რეკომენდაციები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვან. იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ყოველდღიური შემოსავალი, მოვუტანეთ სურსათი და ჰიგიენური საშუალებები, რათა დარჩნენ სახლში და დაიცვან შესაბამისი წესები.“ - აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

ამანათები საცხოვრებელ ადგილებზე ბოშათა 30-მდე ოჯახს მიუტანეს.

წაკითხვა 516 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 22 2020

სიახლეები