ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე დღიდანვე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე დღიდანვე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებს, რათა თვითიზოლაციაში და საკარანტინო პირობებში მყოფ მოსახლეობას გადაუდებელი საჭიროების დახმარება სწრაფად და ეფექტურად აღმოუჩინოს.

მერიის თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა გუნდის წევრები ეხმარებიან მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებს, ამარაგებენ მათ საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით. ამ პერიოდში, ქუთაისის სხვადასხვა უბანში, მერიის მოხალისეები სულ დაეხმარნენ 465 ოჯახს. ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გამო, მერიის კუთვნილი მანქანები ყოველდღე, საშუალოდ 100-მდე ადამიანს ემსახურება და ეხმარება მათ გადაადგილებაში. მათ შორის იმათაც, ვისაც გადაუდებელი საჭიროების გამო, ახლომდებარე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სურთ გადაადგილება. მერიის ცხელი ხაზის ოპერატორები დღეში 400-მდე ზარს პასუხობენ და მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. ქუთაისის მერიის სამსახურების კოორდინირებული მუშაობის მიზანია , რომ ამ რთულმა პერიოდმა მოქალაქეებისთვის შედარებით მსუბუქად ჩაიაროს.

წაკითხვა 575 ჯერ