ამ გვერდის ამობედვა

ქალაქ წყალტუბოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

62 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,  წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

მამაკაცს ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა. 

 

მამაკაცი ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, სამივე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

 

მეზობლების ინფორმაციით, ისინი მხოლოდ სამსახურში დადიოდნენ და ადგილობრივებთან კონტაქტი არ ქონდათ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ისინი უბნის მაღაზიით სარგებლობდნენ, რის გამოც შეშინებული არიან.

 

 ადგილზე ამ წუთებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

წაკითხვა 468 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 28 2020

სიახლეები