ამ გვერდის ამობედვა

"წყალტუბოში ამ დროისათვის ათი ადამიანია კარანტინში გადაყვანილი"

წყალტუბოში ამ დროისათვის ათი ადამიანია კარანტინში გადაყვანილი, ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულ მამაკაცს ჰქონდა "ლიბერთი ბანკის" თანამშრომელთან კონტაქტი, თუმცა საშიშროება არ არის.



"რაც შეეხება წყალტუბოს, გუშინ გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევა და გუშინვე დავიწყეთ კონტაქტების კვლევა. ყველაზე ახლო კონტაქტები მოთავსებული არიან კარანტინის ზონაში, მათი ანალიზის პასუხები დღეს გვიან იქნება უკვე ცნობილი, კვლევა გრძელდება და ვინც გამოვლინდება გადავა ან კარანტინის ზონაში, ან თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე კარანტინშია ათი ადამიანი, ესენი არიან ინფიცირებულის ოჯახის წევრები და კოლეგები. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის, როგორც იცით, სიტუაცია იცვლება ხოლმე საათობრივად და თუ ამის აუცილებლობა დადგება შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ამ ადამიანს ჰქონდა "ლიბერთი ბანკის" თანამშრომელთან კონტაქტი, თუმცა არანაირი საშიშროება არ არის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.


კორონავირუსი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაუდგინდა. ინფიცირებულის ოჯახის ერთ-ერთ წევრს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

წაკითხვა 466 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 28 2020