ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს.

შუახნის მამაკაცი წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნება.

 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.

 

შეგხსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა. აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.

 

წაკითხვა 483 ჯერ