ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო ამანათები გადაეცათ

ქუთაისში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა , ასევე 70 წელს გადაცილებულმა მარტოხელა მოხუცებმა სასურსათო ამანათები მიიღეს.

აღნიშნული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" გადასცა.

დახმარებები ოჯახებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა გადასცა. ​

ოჯახები შეირჩა მათ მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე.

ქუთაისში 50-მდე ოჯახმა მიიღო ეს დახმარება, სულ იმერეთში კი “სოკარ ენერჯი ჯორჯიას" საჩუქრები 350 ოჯახისთვისაა გათვალისწინებული.

წაკითხვა 484 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 01 2020

სიახლეები