ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

"ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს "გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა. 

 

ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში  არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება.

 

დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ "გვირილობა",- ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 499 ჯერ