ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანეს განცხადებით, ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან დაკავშირებით. გთავაზობთ მეუფის განცხადებას:
,,მე ქუთაისში ახალი გადმოსული ვარ და შევიტყვე, რომ ქუთაისელებს აქვთ 2 მაისს ტრადიციული დღესასწაული "ქუთაისობა", რომელიც ათეული წლებია, აღინიშნება. ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, დაავადებულებს და უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულებისთვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა და ამიტომ ქვია "გვირილობა". მიხარია, რომ ერში ერთობა, ტრადიციული, სიყვარულით, წყალობით, გვერდში დგომით არის. დღეს ყველამ იცის, რა განსაცდელშია კაცობრიობა, მთელი რიგი ქვეყნები და მათ შორის საქართველო და არის ასეთი თხოვნა ხელმძღვანელობისგან და ჩვენც ვიზიარებთ ამას, რომ ეს არის ზრუნვა ჩვენი უსაფრთხოებისათვის, რომ ამჯერად გაგებით მოეკიდოს ყველა მოქალაქე, რათა არ შეიქმნას ინფექციის გავრცელების საფრთხე, იყვნენ ოჯახებში და ლოცვითი სურვილი თანადგომის თქვან ღვთის წინაშე და ღვთის წინაშე არაფერი იკარგება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აღდგომას ტაძრებში ვიყავით, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ფორმა და სახე. ეს არის ეროვნული დღესასწაული, ერის ერთობის და თანადგომის, სიყვარულის და ურთიერთგაგების დღე არის. ამჯერად მე მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა. ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით. ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ გამოვხატავთ დღის 12:00 საათზე ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარების რეკვით. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირები გადავიხდით პარაკლისს ერის კეთილდღეობისა და მისი წარმატებისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ერთობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ!"- ნათქვამია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანეს განცხადებაში.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი