ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მეეზოვე ქალბატონებს „გვირილობა“ მიულოცეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილიმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მეეზოვე ქალბატონებს „გვირილობა“ მიულოცეს.

 

წელს ქუთაისი უჩვეულოდ აღნიშნავს ქალაქის დღესასწაულს. „ორმაისობა-გვირილობა“ მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

 

,,ქალაქის ყოველი დილა სწორედ მეეზოვეების შრომით იწყება, ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია . ამიტომაც, წლევანდელი 2 მაისი მათთან სტუმრობით დაიწყო,"-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

 

ქუთაისელ მეეზოვე ქალბატონებს დავით ერემეიშვილმა და იოსებ ხახალეიშვილმა თაიგულები მიართვეს და ქალაქის სისუფთავესა და იერ-სახეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

წაკითხვა 467 ჯერ