ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსებს „გვირილობის“ დღესასწაული წითელი ჯვრის მოხალისეებმა მიულოცეს და გვირილები აჩუქეს

ქუთაისის წითელი ჯვრის ორგანიზაციამ "გვირილობის" დღესასწაული სიმბოლურად ქუთაისის ინფექიური საავადმყოფოს მედიკოსებსა და  კლინიკა  „ბომონდის“ მედიკოსებს  გვირილებითა და წითელი ჯვრის ბუშტებით მიულოცეს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ეზოში სპეციალურად მედპერსონალისთვის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა სიმღერები შეასრულეს და მათ გვირილები აჩუქეს.

 

„დღევანდელი დღე ასოცირდება  ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან, რომლის სიმბოლო გვირილებია.

 

შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქველოქმედო/ჰუმანიტარული ორგანიზაცია  გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღე, პანდემიასთან ბრძოლის, გავულამაზოთ ჩვენი ქალაქის მედიკოსებსა და მოსახლეობას. გადავცეთ გვირილები, რომელიც იყო ტუბერკულოზთან ბრძოლის სიმბოლო,“ -განაცხადა FirstNews.ge -თან ქუთაისის  წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,- ნინო ავალიანმა.

 

frf

წაკითხვა 789 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 02 2020

სიახლეები