"საჩხერეში რამდენიმე მდინარე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები"
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო.
როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მთის რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები.
მისივე თქმით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
"საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან, დაზიანდა საავტომობილო გზები, დაზიანდა რამდენიმე სოფელში გაბიონები, რამდენიმე ადგილზე სავარგულებში შევიდა წყალი. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა ზიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხვალიდან კომისია, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, დაადგენს ზიანის ოდენობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და გვეცოდინება კონკრეტულად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ საჩხერის მოსახლეობას", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სიახლეები
- "რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები" - მარია ზახაროვა
- "აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ"
- სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
- "მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე"
- "დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, ძალიან ჰგავს მაიდანს"