ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ინფექციურში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი მოათავსეს.

შუახნის ქალი კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯამში საავადმყოფოში 7 პაციენტი რჩება.



დღეს, ასევე კლინიკას კიდევ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. განმეორებითი ტესტით მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

 

შეგახსენებთ, რომ 615 დაინფიცირებული ადამიანიდან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა.

წაკითხვა 454 ჯერ