ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის კლინიკა "ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში სამი საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისის კლინიკა "ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში სამი საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

ორმა პაციენტმა კლინიკას ტემპერატურული რეაქციით თვითდინებით მიმართა, ხოლო მესამე პაციენტი, რომელიც მელოგინეა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა.მას მშობიარობის შემდეგ ტემპერატურა დაუფიქსირდა.

პაციენტების ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ხვალ დილისთვის ელოდებიან.

ამ დრომდე “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში 200-ზე მეტი პირის ლაბორატორიული კვლევა მოხდა, მათ შორის ორსულების, თუმცა კორონავირუსი არც ერთი პირის შემთხვევაში დადასტურდა.

წაკითხვა 552 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 11 2020