ამ გვერდის ამობედვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა.

როგორც ღვანკითის გამგებელმა ტარიელ კუბლაშვილმა განაცხადა, სოფლის შესასვლელთან ბლოკ-პოსტი კვლავაც დარჩება და მოქალაქეებს სოფელში შესვლისა და გამოსვლისას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილს 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილი იყო 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდებოდა და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდა. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო გატარდა.

წაკითხვა 506 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 12 2020

სიახლეები