ამ გვერდის ამობედვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ქალაქ ბაღდათში, შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს "გი-ან 2011“-ი ასრულებს, რომლის ღირებულებაც 500 000 ლარს შეადგენს. ენდელაძისა და შანიძის ქუჩებზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.

რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე წმინდა მარიამის ქუჩაზეც, რომლის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია შპს "ლომი“ ასრულებს.

ქალაქ ბაღდათში აღნიშნული გზების კეთილმოწყობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

წაკითხვა 407 ჯერ

სიახლეები