ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო

ხმაურით დაიწყო ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.

სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოყვა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობენ, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას.

 

საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან 5 მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება, ამასთან, არც მერიის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა მოხდება.

 

რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ სხვადასხვა საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა.

წაკითხვა 501 ჯერ