ამ გვერდის ამობედვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ზომების გამკაცრების მიზეზი გუშინ საღამოს კორონავირუსის დაფიქსირებული რვა ახალი შემთხვევა გახდა. სოფელი გეტა დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა და ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.

 

13 მაისს ლაბორატორიაში გადაგზავნილი 131 საკვლევი მასალიდან 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 8 სოფელ გეტაში, 9 - სოფელ მუშევანში.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 139 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 49 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე.

წაკითხვა 498 ჯერ

სიახლეები