ამ გვერდის ამობედვა

გორში 9 წლის გოგონა გაუჩინარდა

ოჯახის წევრები და ახლობლები გორში, ცხრა წლის ნანა ბერიაშვილს  ეძებენ. ბავშვის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებს ოჯახმა დღეს საღამოს შეატყობინა.

 

როგორც ოჯახის წევრები განმარტავენ, გოგონა სახლიდან 14:30 საათზე გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. მათი თქმიით, ბავშვი ცეკვის წრეზე მიდიოდა, თუმცა იქ მისული არავის უნახავს. 

საქმეში ჩაერთო პოლიცია. მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.
წაკითხვა 826 ჯერ