ამ გვერდის ამობედვა

COVID-19-ის ახალი შემთხვევა იმერეთში - ინფიცირებული ქუთაისში გადაიყვანეს

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს. 

ინფორმაცია კლინიკის ექიმმა ირაკლი გოგინავამ დაადასტურა.

 

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცს დიარეა და ზოგადი სისუსტე აღენიშნება.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 713 ადამიანია, აქედან 475 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

წაკითხვა 604 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 20 2020

სიახლეები