April 26, 2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს მერთან ერთად მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.


სოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება. პროექტი  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება. გარდა შენობისა, მოეწყობა სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.

 


რაც შეეხება სოფელ წყალტუბოში მიმდინარე სკოლის მშენებლობას, ისიც მუნიციპალური განვიათარების ფონდის მიერ 3 691 400 ლარით ფინანსდება და 240 მოსწავლეზეა გათვლილი.  სამსართულიანი შენობა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდება. ასევე მოეწყობა სკოლის ეზო.
აღნიშნულ სოფელში არ არსებობდა სკოლის შენობა და მოსწავლეები  დაქირავებულ კერძო სახლში სწავლობდნენ. 

 


2020 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

წაკითხვა 489 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.