ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ტრაილერის მძღოლი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ტრაილერის მძღოლი მოათავსეს.

ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ტრაილერის მძღოლია და ინფექციურ საავამყოფოში ე.წ. ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცმა რუსეთსა და სომხეთში იმოგზაურა, თავი შეუძლოდ იგრძნო და უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც საზღვარზე ტემპერატურა დაუფიქსირდა და რეანომობილით ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი ინფექციურში მოთავსეს.

წაკითხვა 575 ჯერ