March 29, 2024

ეკონომიკის მინისტრი ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ესტუმრა

ქუთაისში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესტუმრა.

მან იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად მზის პანელების საწარმოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ საწარმობის მხარდაჭერა, რომლებსაც პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესი არ შეუჩერებიათ.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის Groupe Atlantic-ის შვილობილმა კომპანიამ, „ატლანტიკ საქართველომ” რომელიც წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს, საქართველოში, კერძოდ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე საწარმოში 135 ადამიანია დასაქმებული. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში ახალი პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ 23 ახალი თანამშრომელი დაიმატა.

 

დღესვე მინისტრი ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში არსებულ მზის ენერგიის მოდულების ქარხანას ესტუმრა.

 

კომპანია AE Solar-მა კი, ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების ქარხანა გახსნა. ქარხანა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 16000 კვმ ფართობზეა მოწყობილი და ავტომატური რობოტიზებული კონვეირებითაა აღჭურვილი. ეს კი, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი. კომპანიას უკვე ჰყავს პარტნიორები ამერიკაში, მექსიკასა და ევროპის ქვეყნებში, თუმცა რეალიზაცია შესაძლოა რეგიონის ქვეყნებშიც მოხდეს. ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს. კომპანია წლის ბოლომდე წარმოების სამჯერ, დასაქმებულთა რაოდენობის კი, 300 -მდე გაზრდას გეგმავს.

 

განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის წამყვანი კომპანია AE Solar უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წაკითხვა 493 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.