ამ გვერდის ამობედვა

მკვლელობა ფოთში - მოკლულია 45 წლის მამაკაცი

ფოთში, მკვლელობა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცს მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული. 

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას  წინ ე. წ. ქურდული გარჩევა უძღოდა.

 

დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

 

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაკითხვა 442 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 02 2020

სიახლეები