ამ გვერდის ამობედვა

ახალციხის 6 სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა

ახალციხის 6 სოფელში ძლიერი სეტყვა და წვიმა მოვიდა.

ნახევარ საათს მიმდინარე სტიქიამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. პრობლემები შეიქმნა ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც. ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ახალციხე - ბორჯომის ცეტნრალური საავტომობილო გზა.

 

სპეციალურმა ტექნიკამ გზა გაწმინდა. ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობაში ზარალის აღწერა. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას სწავლობს. 

წაკითხვა 408 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 05 2020

სიახლეები