2019 წელს ქუთაისის მერიის შენობა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

2019 წელს ქუთაისის მერიის შენობა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ასახულია ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში, რომლის თანახამადაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციული შენობა სრულყოფილად  ადაპტირდება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად. საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. შემუშავდება შენობის ადაპტაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალება. ექსპერტი, უნივერსალური დიზაინის ფარგლებში, შენობის ადაპტირების შესაძლებლობებს შეიმუშავებს.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე, USAID-ის პროგრამა GGI-ს წარმომადგნელებს შეხვდა, არქიტექტორ მაკა შელეკიძესთან ერთად. შეხვედრაზე ქუთაისის მერიის შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირების საკითხი განიხილეს. არქიტექტორმა მერის მოადგილესა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შენობა დაათვალიერა და ტექნიკური დავალების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

წლის ბოლოს ქუთაისის მერიას გადაეცემა მზა ტენიკური დავალება, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა ადაპტირდება. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

წაკითხვა 924 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.