2019 წელს ქუთაისის მერიის შენობა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
2019 წელს ქუთაისის მერიის შენობა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ასახულია ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში, რომლის თანახამადაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციული შენობა სრულყოფილად ადაპტირდება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად. საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. შემუშავდება შენობის ადაპტაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალება. ექსპერტი, უნივერსალური დიზაინის ფარგლებში, შენობის ადაპტირების შესაძლებლობებს შეიმუშავებს.
წლის ბოლოს ქუთაისის მერიას გადაეცემა მზა ტენიკური დავალება, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა ადაპტირდება. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი