ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერიამ ლადო ასათიანის ქუჩაზე, ღვარსადენისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოებისთვის, ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ ლადო ასათიანის ქუჩაზე, ღვარსადენისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

 

სამუშაოებისათვის 1 583 020 ლარია გათვალისწინებული. ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დაასრულოს.

სატენდერო პირობების თანახმად, უნდა მოეწყოს დახურული სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკებზე უნდა დაიგოს დეკორატიული ფილები.

ხის ნარგავები ბეტონის ბორდიურებით შემოიფარგლება. ტროტუარები კი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაიწყო და 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წაკითხვა 861 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 02 2018