ამ გვერდის ამობედვა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს.

არქეოლოგების თქმით, მსგავსი ქალაქის ტიპის დასახლება იმერეთის მასშტაბით პრაქტიკულად არ გვხვდება. გათხრების შედეგად აღმოჩენილია, უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკის ნიშნები, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები. 

 

მეცნიერების თქმით, აღმოჩენა მე-11 -12 საუკუნეებს ეკუთვნის.

 

ჭიათურის მერის გივი მოდებაძის ცნობით, სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება. 

წაკითხვა 400 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 22 2020

სიახლეები