ამ გვერდის ამობედვა

"ბიზნესსექტორის მიერ ხარისხიანი პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გადაცემას"

დღეს სასტუმრო "ბაგრატში" ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების საკითხები განიხილეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრო.


როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესსექტორის მიერ ხარისხიანი პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გადაცემას, რაც დღეს სჭირდება შრომის ბაზარს.


მისივე თქმით, ხარისხიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება რეგიონში შეამცირებს სწავლის მსურველი ახალგაზრდების გადინებას, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, რეგიონშივე მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა.

 


"ბიზნეს სექტორის ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში და მათ მიერ სტუდენტებისთვის ხარისხიანი პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გადაცემას, რაც დღეს სჭირდება შრომის ბაზარს. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, ბიზნესი უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლოს უნივერსიტეტებს. 


ამასთან, ქუთაისში სასწავლებლად უცხოელი სტუდენტების მოზიდვა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, რაც დადებითად აისახება რეგიონის სოციალურ მდგომარეობაზეც", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.


მისივე თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველობაში ევროპის უნივერსიტეტის შემოსვლა იქნება ევროპული განათლების გარანტი.  
ცნობისთვის, 20 ივლისიდან ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს საერთო მმართველი რგოლი ჰყავს.

წაკითხვა 460 ჯერ