ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნა

ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნა. 

დასრულებული სამუშაოები  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დიმიტრი მხეიძემ და სულხან-საბა, ვაკისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში მამუკა რიჟამაძემ დაათვალიერეს.

 

სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე დეკორატიული ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგა ძელსკამები და მოწესრიგდა საპარკე ინფრასტრუქტურა. 

 


სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 485 113 ლარი, გასული წლის ნოემბერში დაიწყო და შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა.

 


ავანგარდის დასახლებაში აქამდე ფაქტობრივად მსგავსი სარეკრეაციო ზონა არ არსებობდა.

წაკითხვა 591 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.