April 26, 2024

სვანეთში დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეცხრე დღეა ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ ილია ფილფანს მეცხრე დღეა ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში პროცესში 80 მეხანძრე-მაშველია ჩართული. 

 

არასრულწლოვანს ეძებენ ვერტმფრენითა და დრონითაც. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც. 

 

გუშინ საქართველოში ჩამოვიდა ილია ფილფანის დედა. როგორც ქსენია ფილფანმა განაცხადა, ილიას ოჯახის წევრებთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო იმდენად სერიოზული, რომ მისი გაქცევის საფუძველი გამხდარიყო. 

 

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

წაკითხვა 495 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 26 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.