ამ გვერდის ამობედვა

"ჩაერთე და მართე"  - პროექტის ფარგლებში ლუიზა ვინტონმა ონის მუნიციპალიტეტთან საგრანტო შეთანხმებას მოაწერა ხელი

პროექტის - "ჩაერთე და მართე"  რეგიონული ტური დაიწყო.


პროექტის ფარგლებში, დღეს UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ონის მუნიციპალიტეტთან საგრანტო შეთანხმებას მოაწერა ხელი. 


დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარება მოხმარდება პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას.


შეთანხმება დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში შედგა.

 

aaa116266123 2907442692717605 8769054115776738319 n

დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში მიმდინარე ინიციატივების მიზანია საქართველოს 4 რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი ხელი შეუწყოს მოქალაქეების ჩართულობას დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები შექმნას.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge

 

პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე.

 

 

წაკითხვა 522 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 28 2020