„ედენასა“ - რეგიონში დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობა

მრავალპროფილური რაჭული სუვენირების სახელოსნო „ედენასა“ და ეთნოტურისტული მაღაზია, ონში, მცირე სოციალური საწარმოს ბაზაზე შეიქმნა.


როგორც  სახელოსნოს ხელმძღვანელი ლილიანა მაისურაძე გვიყვება, სახელოსნო დაასაქმებს საოჯახო სასტუმროების დიასახლისებს, სოფლის პროდუქტების მწარმოებელ და რეწვით დაინტერესებულ ქალებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამისა და აქტივობების დახმარებით შეიძენენ საჭირო ცოდნას.

 

იხილეთ ვიდეო ბმულზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში ფაზა 2" (FRLD2) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას.

 

115846697 2687876068206108 6679336329859239445 n

 


ინიციატივა მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

წაკითხვა 484 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.