ამ გვერდის ამობედვა

უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

 

ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელი სახლის სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევიდა. დაიტბორა როგორც სამანქანო გზები, ასევე მოსახლეობის ეზოები. სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მუშაობენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები, ასევე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისებისა“ და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბრიგადები.

წაკითხვა 474 ჯერ

სიახლეები