ამ გვერდის ამობედვა

უხვი ნალექის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში 4 ოჯახის საცხოვრებლი სახლი დაიტბორა

უხვი ნალექის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში 4 ოჯახის საცხოვრებლი სახლი და 8 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა.

ადგილზე იმყოფებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ნამოხვანჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებლი კომპანიის "ენკა რინიუებლზის’’ წარმომადგენლები, რომელმაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება ოპერატიულად უზრუნველყო. მოეწყო დროებითი ჯებირი, რის შედეგადაც წყლის დონემ დაიკლო. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია, დათვლილია ზარალი. როგორც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი აცხადებს, დაზრალებულები შესაბამის კომპესაციას მიიღებენ.

წაკითხვა 481 ჯერ