ზვიად შალამბერიძე აშშ- ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და იმერეთის მხარეში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითებზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნველობაზე და იმის საჭიროებაზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ მოახდინოს მათი პრობლემების წამოჭრა ადგილობრივ დონეზე და ისინი იყოს მოგვარებული. ასევე, ვისაუბრეთ დაგეგმილ არჩევნებზე, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია "კოვიდ-19"-ით შექმნილი მდგომარეობაც. გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების საკითხსაც, ვიმსჯელეთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელიც იმერეთში ხორციელდება და რომელიც საბოლოოდ ჯამში მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას“. - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
"ამერიკის შეერთებული შტატები იმერეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ძალიან ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს ახორციელებს, ბევრი მათგანი უკვე დასრულებულია და მოიცავს საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებს, ასევე ემსახურება თვითმმართველობის კიდევ უფრო მეტ განვითარებას. აგრეთვე, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნების ჩატარების პროცესს, რომელიც ბუნებრივია, დემოკრატიის ისეთი მაღალი ხარისხით ჩატარდება, როგორც ტარდებოდა აქამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი