აჭარას ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გახდა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
ნინო ნიჟარაძე მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მინისტრის ცვლილების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მოქმედი მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.
„ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, ის არის გამორჩეული პროფესიონალი და იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი მთავრობისთვის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
სიახლეები
- უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა
- "მოსახლეობის უმრავლესობას სურს კანონი, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ყველას უფლებას, მეორე მხრივ, მომავალ თაობას არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან" - მამუკა მდინარაძე
- სააღდგომო კულიჩი
- პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა
- შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან იკრიბებიან