ამ გვერდის ამობედვა

"კომლი"- ჩაის კრეფისა და მისი მომზადების აგროტურისტული სერვისი ოზურგეთში

"ჩაერთე და მართეს" მონაწილეები ოზურგეთს ესტუმრნენ, სადაც ტურისტული პროექტის „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნეს პროექტების „ჩაის გზისა“ და „აღმოაჩინე გურიას“ ბენეფიციარები.


ღონისძიება სოფელ წითელმთაში ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლში“ ჩაის კრეფის პროცესითა და დეგუსტაციით დასრულდა.

 


"კომლი" - პროექტის ერთერთი მასპინძელი საოჯახო სასტუმრო სახლია, რომელიც ტრადიცულად სამზარეულოს მასტერკლასებს, ჩაის კრეფისა  და  საკუთარი ხელით  მომზადების აგროტურისტულ სერვისს მოიცავს. მათ ასევე, ჰყავთ უცხოელი მოხალისეები, რომლებიც, როგორც ოჯახის წევრები ისე შრომობენ.

 

116899667 339267580741436 2535483635887117545 n


ლიკა მეგრელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთიდან, რომელიც გურული ჩაის მოყვანისა და გადამუშავების გარდა, საოჯახო სასტუმრო "კომლის" დიასახლისიცაა. ის, რამდენიმე წელია უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს და სახლის პირობებში ჩაის დამზადების ტექნოლოგიებს აცნობს. 



"ეს ადგილი ეკალ-ბარდებით იყო დაფარული, მოუვლელობის ხელი ეტყობოდა. გავასუფთავეთ და გამოჩნდა რომ ჩვენი ოდა, ასეთი ძველი სტილით,  ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა, ადამიანებისთვის. ძველი ტრადიციებითა და ახლის დამატებით ავაღორძინეთ ჩვენი "კომლი". 


ჩვენი მიზანია ავაღორძინოთ ძველი ტრადიციები, ჩაისა და ღვინის მეუურნეობის დაბრუნება, ორგანული ბოსტნეულის მოყვანა. გვინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ეს 200 წლის წინ იყო. წელს ღვინოც ჩამოვასხით. ვთლით, რომ ძლიერი კომლი ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.


რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას - ჩაის ტურიზმისთვის მცირე დაფინანსება გვქონდა, რომ აგვეწყო ეს ტური. ასევე, ახლახანს ქალების აქტივობისთვისა და ეკოლოგიის- ბუნების გადარჩენისთვის, გაეროს ქალთა ფონდისგან დაფინანსდა ჩვენი პროექტი,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ლიკა მეგრელაძემ.

 

116748309 209178427196291 7037737168499758530 n

წაკითხვა 729 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 01 2020

სიახლეები