ამ გვერდის ამობედვა

დაკარგული ილია ფილფანის მშობლებს შსს-ს წარმომადგენლები შეხვდნენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდის მშობლებს, უწყების მიერ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

 

მე-14 დღეა საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ილია ფილფანს ახლა უკვე ეძებენ, როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც. 

 

ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

წაკითხვა 455 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 01 2020

სიახლეები