მოკლული, დაშავებულები და გადამწვარი შენობები - მასობრივი არეულობის ღამე ახალქალაქში

ამ დროისთვის ახალქალაქში ვითარება სტაბილურია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიაწოდა.

 

ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

 

მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის კაცი მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარი და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია კიდევ 2 სახლი.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

წაკითხვა 549 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.