ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. ქალაქში მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა.

 

ქუთაისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, შეიქმნება კომპოსტირების საპილოტე საიტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

,,საქართველოში პირველად, ქალაქ ქუთაისში, მუნიციპალურ დონეზე, დაიწყება ნარჩენების ოთხი სახეობის:პლასტმასი, მინა, ქაღალდი და ლითონის სეპარირებული შეგროვება. განხორციელდება გადამუშავების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი შეიძენს სპეციალიზირებულ ტექნიკასა და სხვა საჭირო ინვენტარს''-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაკითხვა 863 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 07 2018