ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის 32-ე სკოლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ე.წ. ქორწილის კლასტერთანაა დაკავშირებული.

 

საშუალო ასაკის ქალი კლინიკაში გუშინ შვილთან და შვილიშვილთან ერთად შეიყვანეს.

 

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების გადადებას ამ დროისთვის არ ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. მისი ინფორმაციით, საკითხი სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა სწავლის დაწყების გადადებას არ გამორიცხავს.

წაკითხვა 759 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 09 2020