ამ გვერდის ამობედვა

გერმანელი ექსპერტები ტყიბულის შახტში არსებულ ვითარებას სწავლობენ

გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ტყიბულის შახტში მუშაობას და მდგომარეობის შესწავლას აგრძელებენ. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ ისინი დღეს შახტში ჩავლენ და იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.

 

სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა შახტში მუშაობა უსაფრთხო.

,,დაიწყება შახტის ვიზუალური დათვალიერება. პრაქტიკულად აქ ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან და პერიოდულად შევძლებთ როდესაც რეპორტები დაიწერება, პირველი რეპორტის წარმოდგენა გათვალისწინებულია ორი კვირის შემდეგ. მეტ დეტალიზაციაზე ამის შემდეგ ვისაუბრებთ,“-განაცხადა შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ. 

rustavi2.ge

წაკითხვა 803 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 09 2018

სიახლეები