ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წარდგენაზე ბორში მიიტანეს

ქუთაისში, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ საარჩევნო სიის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე „ბორში“ მიიტანეს და პარტიის პოლიტიკა გააპროტესტეს.

სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ ცენტრალურ მოედანზე „ბორში“ "პატრიოტების" მხარდამჭერებისთვის მიიტანა.

 

მისი თქმით, მათ ძალიან უყვართ რუსეთი და რუსული „ბორში“. აკაკი საღინაძის განცხადებით, პარტია რუსული ფულით ფინანსდება, რაც საქართველოს ღალატი და შეურაცხყოფაა.

 

,,შემთხვევით გავიგეთ, რომ ,,პატრიოტთა ალიანსს" აქცია აქვს  ქუთაისში. ისინი ქადაგებენ ძალადობას, ფინანსდებიან რუსული ფულით, ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის მხარდაჭერა. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამ ფორმით ვაპროტესტებ ამას და პრორუს აქტივისტებს ვთავაზობ რუსულ ბორშს", - განაცხადა FirstNews.ge-სთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

წაკითხვა 804 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 13 2020