ამ გვერდის ამობედვა

შესაძლოა გურჯაანის აღმოჩენა ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს

არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, სოფელ ზიარში ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს.

 

როგორც სპეციალისტები აცხადებენ,  აღმოჩენანახევარი მილიონი წლის წინანდელია და კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება.

არსებული ინფორმაციით, სადგომ-სახელოსნოში,რომელიც დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზეა გავრცელებული, ათასობით არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობითა და სიძველით უმნიშვნელოვანესია.

სადგომ-სახელოსნოს ტერიტორიაზე  კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღია აღმოჩენილი.

აღმოჩენა  ჯერ სრულად არ აუთვისებიათ და სპეციალისტები ვარაუდობენ,  რომ უფრო მეტ სიღრმეზე ჩასვლისას შესაძლოა  უფრო ძველი დროის ნივთებიც აღმოჩნდეს.

ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას, ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც არის აღმოჩენილი.

სპეციალისტების განცხადებით, სადგომ-სახელოსნო, მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით,  აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

doctrina.ge

წაკითხვა 798 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 09 2018

სიახლეები